მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთიდან აღტაცებულები დაბრუნდნენ.
მოსწავლეებმა გაიარეს გრიგოლ ხანძთელის განვლილი გზა და მოინახულეს უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
მოსწავლეებს მეგზურობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალიშვილი უწევდა
მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იშხნის ტაძარმა და მდინარე პარხლის ხეობამ.