University of Vienna
2010 წლიდან, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ჰყავს 160-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელეს განათლების მიღება.
მოსწავლეთა 100% წარმატებით ასრულებს სკოლას და იღებს ატესტატს, 82% იღებს სრულ ან ნაწილობრივ საუნივერსიტეტო გრანტს, თითქმის 40% კი სწავლის გასაგრძელებლად ბრიტანეთს, აშშ-ს ან ევროპას ირჩევს. გარდა ამისა, ყოველწლიურად, კურსდამთავრებულთა საშუალოდ 22% იღებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ განსაკუთრებულ აკადემიურ მიღწევებს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია ახორციელებს საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში მიღების პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ასევე, ეხმარება შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სასწავლო პროგრამების აკადემიური და კარიერული ინტერესების შესაბამისად შერჩევაში.
აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტთან. მათი წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ჩვენს სკოლას და ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დასრულების შემდგომ მიზნების სწორად დასახვასა და ამ მიზნების მისაღწევი გზების პოვნაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აკადემიამ 100-ზე მეტი საერთაშორისო და ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მეოთხე კლასიდან ვსწავლობდი. შესაბამისად, ეს სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა, ხოლო მათი ღირებულებები ჩემს ღირებულებებად. თითოეული აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად იგეგმებოდა სასკოლო სივრცეში, ატარებდა უდიდეს მნიშვნელობას მოსწავლეების არა მარტო აკადემიური, არამედ სულიერი განვითარებისათვისაც. განსაკუთრებით დამამახსოვრდა თუ როგორი სიხარულით გვეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია საქველმოქმედო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მასწავლე სწავლობს სწავლის სიყვარულს და სისტემატურად მუშაობას საკუთარ თავზე. შემაჩვიეს შრომას და ჩამინერგეს იდეა, რომ წარმატება შრომის გარეშე არასდროს მოდის. საბოლოო ჯამში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და წარმატებაში.
-თამარ ალფაიძე, IE University, 2020 წლის კურსდამთავრებული
ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მომცა არამარტო განათლება არამედ აღმომაჩენინა ის ახალი შესაძლებლობები, რომლითაც ცხოვრების გზას მომავალში უკეთესად გავიკაფავ. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აკადემიამ მასწავლა, არის პატივისცემა და სიყვარული. აკადემია დამეხმარა, სწორად განმესაზღვრა და ამერჩიე ჩემი მომავალი პროფესია. თვითგანვითარებაზე ფიქრი და დაუსრულებელი შრომა ყოველთვის იყო ის საძირკველი, რაზეც წლებია მყარად იდგა და დგას ბრიტანულ-ქართული აკადემია. რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, რომ ის ცოდნა რაც აკადემიაში შევიძინე, ძალიან დამეხმარა ჩემი, როგორც ადამიანისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში.
-ნიკოლოზ რუხაძე, Oxford University, 2014 წლის კურსდამთავრებული
University of Vienna
Tallinn University of Technology
Lazarski University
ჩვენ ვესწრავფით სრულყოფილებას როგორც საკლასო ოთახში, ისე მის გარეთ და მოსწავლეებს ვუვითარებთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, თავმდაბლობა და სიკეთე.
მაკა ბარამიძე