ზოგადი ინფორმაცია
ბრიტანულ- ქართული აკადემიისთვის, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, თანამშრომლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.
აკადემია თანამშრომლებისთვის ქმნის ღირებულებებზე დაყრდნობილ ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის მქონე გარემოს, სადაც სხვადასხვა კულტურისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს თანაბარ შესაძლებლობებს ვთავაზობთ, ვზრუნავთ, რომ აკადემიაში დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაო სივრცე იყოს მხარდამჭერი, გამოწვევებითა და საინტერესო გამოცდილებებით სავსე.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დინამიკურ სამუშაო გარემოში ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ გამოცდილებასა და უკუკავშირზე დაყრდნობით. ვზრუნავთ თანამშრომლების მოტივაციაზე, შემოქმედობითობასა და ჩართულობაზე. სადაც სამუშაო გარემო მაქსიმალურად პროდუქტიულია და საერთო იდეის რეალიზებას ემსახურება.
ორიენტირებულები ვართ მუდმივი განვითარების პროცესზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული.