გასვლითი ღონისძიებები
სამეცნიერო-სახალისო ექსპედიციები და ექსკურსიები წარმოადგენს ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების განუყოფელ ნაწილს. თითოეული გასვლა უკავშირდება სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ რომელიმე თემატურ საკითხს და მიზნად ისახავს მოსწავლეებს შორის სოციალიზაციის ხელშეწყობასა და გუნდური მუშაობის გამოცდილების გამდიდრებას. აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან და ინტენსიურად აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს დედაქალაქის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.