ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
ღონისძიება მოიცავს:
- აკადემიურ დირექტორთან და მიღების გუნდთან შეხვედრას,
- დეტალური ინფორმაციის მიღებას საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
- სკოლის ინოვაციური და თანამედროვე კამპუსის დათვალიერებას.
თარიღი და პროგრამები
28 ნოემბერი | 11:00 – 13:00 საათი
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამისა და IB სადიპლომო პროგრამის შესახებ:
- ბაღი (3-4 წელი) | Cambridge Early Years
- 0 კლასი (5 წლიდან), 1-5 კლასები | Cambridge Primary
- 6-10 კლასები | Cambridge Secondary
- 11-12 კლასები | IB სადიპლომო პროგრამა
- 11-12 კლასები | ქართული პროგრამა
რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია ღია კარის დღეზე დასასწრებად ბმულზე: https://forms.gle/2tX2bvx6PkjctwS57
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენს სკოლას და გახდეთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების წევრი!
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე დასაშვებად ყველა ზრდასრული პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.