გააზიარე:

ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე

ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

ღონისძიება მოიცავს:

  • აკადემიურ დირექტორთან და მიღების გუნდთან შეხვედრას.
  • სკოლის ინოვაციური და თანამედროვე კამპუსის დათვალიერებას.
  • დეტალური ინფორმაციის მიღებას საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.

ღია კარის დღეების თარიღები და საფეხურები:

1 მაისი | დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე 11:00 – 13:00 საათი

  • გაეცანით დაწყებითი საფეხურის ორენოვან საერთაშორისო პროგრამებს:
    • ბაღი (3-4 წელი)
    • 0 კლასი (5 წელი)
    • 1-5 კლასები (6-10 წელი)

2 მაისი | საბაზო და საშუალო საფეხურის ღია კარის დღე (6-12 კლასები) 11:00 – 13:00 საათი

  • მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამისა და IB სადიპლომო პროგრამის შესახებ.

რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია ღია კარის დღეზე დასასწრებად ბმულზე: https://forms.gle/uesK5DptJUKQHZ1B7

არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენს სკოლას და გახდეთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების წევრი!

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@bga.ge