ბრიტანულ-ქართული აკადემია თოვლის ბაბუის სათამაშოების ქარხანად პირველად შარშან გადაიქცა. ჩვენს პატარებს ღონისძიება იმდენად მოეწონათ, ისეთი ბედნიერები იყვნენ დღის ბოლოს, რომ გადავწყვიტეთ, ელფების ფესტივალიც ყოველწლიურ ტრადიციად გვექცია.
წლევანდელ საღამოს “ელფების წვეულება” დავარქვით და აკადემიის ატრიუმი სადღესასწაულოდ მოვრთეთ, სადაც სხვადასხვა სათამაშოს დასამზადებელი სადგურები მოეწყო. აკადემიის პატარა წევრები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი ხელებით ამზადებდნენ ნაძვის ხის სათამაშოებს, სამაჯურებს, სურნელოვან სანთლებსა და სხვ.
ღონისძიებაზე დამზადებული საჩუქრები კი თანატოლებს, მშობლებსა და მასწავლებლებს უსახსოვრეს საახალწლოდ.





