გააზიარე:

ანტი-ბულინგის კვირეული

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული. საფეხურებზე მრავალი თემატური გაკვეთილი ჩატარდა. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე განიხილეს ისეთი საიტერესო საკითხი, როგორიცაა: როგორ ვიძენთ მეგობრებს. მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობითა და დავალებით აკვირდებოდნენ – როგორ ვუმეგობრდებით ადამიანებს? რა ხდება, როცა განსხვავებულ ნიშან-თვისებებს აღმოვაჩენთ?

კვირეულის ფარგლებში გაიმართა მშობლებთან შეხვედრაც, სადაც ვისაუბრეთ აკადემიის მიდგომებზე – ბულინგის, როგორც მნიშვნელოვანი და გამოწვევების მქონე საკითხის მიმართ. ასევე საინტერესოდ წარიმართა დისკუსია, რომელიც აღნიშნული თემების განხილვას მოჰყვა.