ბოლო სასწავლო დღე მე-12 კლასელებისათვის
მე-12 კლასელებისათვის 16 მაისი ბოლო სასწავლო დღე იყო. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა სიყვარულით გაიხსენეს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გატარებული წლები, ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო ნომინაციაში გადასცეს სერტიფიკატები და გვაჩვენეს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ქორეოგრაფიული დადგმა.
ცხადია, მოსწავლეებთან დამშვიდობება ემოციური იყო, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს წინ უამრავი წარმატება ელით. მათი აკადემიური გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაგრძელდება.