ჩვენ შესახებ

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიტანულ-ქართული აკადემიის განახლებულ ვებგვერდზე, რომელიც დაგეხმარებათ აკადემიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებში.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე და სწრაფად ცვლილებად სამყაროში საუკეთესო ხარისხის განათლება წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსწავლეების მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ უსაფრთხო, მშვიდი და ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს განვითარების შესაძლებლობა თანაბრად მიეცემა.

კოგნიტურ განვითარებასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობისთვის, ემპათიისთვის, წარუმატებლობის მიმართ შეუპოვრობისა და პიროვნული განვითარებისთვის.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენი სასკოლო საზოგადოებაა, რომელიც გამოირჩევა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით, მრავალფეროვნებითა და გამოცდილებით.

მოხარულები ვიქნებით, გიმასპინძლოთ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.