ჩვენ შესახებ

ჩვენი მასწავლებლები არიან მოტივირებული, კრეატიული და მზრუნველი პროფესიონალები.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გვჯერა, რომ მასწავლებლები წარმოადგენენ ჩვენი სკოლის წამყვან ბირთვს. მათ უმთავრესი წვლილი მიუძღვით ჩვენი ბავშვების აკადემიური კომპეტენციებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. უმეტესობა ჩვენგანს, როგორც წესი, ცხოვრების განმავლობაში გვამახსოვრდება ერთი მასწავლებელი მაინც, რომელმაც დადებითი წვლილი შეიტანა ჩვენი ცნობიერების ჩამოყალიბებაში და დაგვეხმარა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში. აკადემიის მასწავლებლებს შორის მრავლად არიან ასეთი ადამიანები. თქვენს ბავშვს ისინი არამხოლოდ ძირითად საგნებს ასწავლიან, არამედ უვითარებენ ძლიერ სამუშაო ეთიკას, აძლევენ კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების საშუალებას; ისინი ბავშვებს სამყაროს შემეცნებაში, ამოცანების დასახვასა და მათ შესრულებაში ეხმარებიან. 

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აკადემიური გუნდით, რომლის წევრებიც გამუდმებით ზრუნავენ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნისთვის, როგორც საკლასო ოთახებში, ისე მათ მიღმა. აკადემიური გუნდის მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდონ მრავლისმომცველი განათლება, რომელიც შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს. ამაში მათ ეხმარება საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო გეგმები, რაც სწავლების პროცესის მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისდ წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მდგრადი პროფესიული განვითარება, რა მიზნითაც ინტენსიურად ხორციელდება თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრენინგები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, მთელი წლის განმავლობაში.