აკადემიური პროგრამები

საბაზო სკოლა

VII-IX კლასები


ბრიტანულ-ქართული აკადემია საბაზო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს გარემოს, სადაც მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის. ჩვენი მასწავლებლები ყურადღებით შეისწავლიან თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალურ სტილს, საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებს, რათა უზრუნველყონ საუკეთესო შედეგი.

საბაზო სკოლის აკადემიური პროგრამა, საფუძვლიანი ცოდნის მიწოდებასთან და შესაბამისი უნარების განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის პოპულარიზებას. დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებს შორის თანამშრომლობას, გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას. აღნიშნულ საფეხურზე სწავლების განუყოფელი ნაწილია მრავალფეროვანი, ინტეგრირებული გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ორიენტირებულია არამხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ ამა თუ იმ საგანში მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. მსგავსი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვა საჭიროებს კოორდინირების მაღალ ხარისხსა და მოსწავლეების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირებას.