ჩვენ შესახებ

ჩვენი მისია

აკადემიური წარმატება

პიროვნული მიღწევები

საერთაშორისო გამოცდილება

ბრიტანულ–ქართული აკადემიის მისიაა, მოსწავლეები აღჭურვოს იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ–ჩვევებით, რომლებიც მათ 21–ე საუკუნის დინამიკურ გარემოში წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში დაეხმარება. აღნიშნული გულისხმობს როგორც საგნობრივი კომპეტენციის უზრუნველყოფას, ისე ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ გვჯერა რომ:
  • განათლება დღევანდელ დინამიკურ და სწრაფცვლილებად გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა;
  • ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა. აკადემიური წარმატების მიღწევა შეუძლია თითოეულ მოსწავლეს;
  • ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა;
  • თითოეული ბავშვი უნიკალურია და იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას;
  • განათლება ერთობლივი პროექტია. სკოლა, მოსწავლე, ოჯახი და საზოგადოება პარტნიორები უნდა იყვნენ მოსწავლის განათლების პროცესში.



მიზნები და ამოცანები


 ჩვენი მიზანია, მოსწავლეები აღვჭურვოთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებით, რომელიც დაეხმარება მათ სწავლის მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში.



ჩვენი ამოცანები:


  • შევქმნათ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს დამკვიდრებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას;
  • მოსწავლეები აღვჭურვოთ სწავლისთვის საჭირო ყველა უნარ–ჩვევით; ხელი შევუწყოთ სამუშაო ეთიკის, ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის განვითარებაში;
  • მოსწავლეებს დავეხმაროთ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებასა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, რაც ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის განვითარებასა და ავუმაღლოთ მოტივაცია; თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩავრთოთ სწავლის პროცესში და წავახალისოთ აკადემიური მიღწევების თვალსაჩინო აღიარებით;
  • კომპლექსური საკითხების გადაჭრისთვის აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული სასწავლო აქტივობები როგორც აკადემიის კამპუსში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებას, რაც ნაყოფიერი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის საწინდარი იქნება;
  • წვლილი შევიტანოთ მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში;
  • ხელი შევუწყოთ მშობლების აქტიურ ჩართულობას ბავშვების სასწავლო პროცესში.