სიახლეები

წიგნის კვირეული აკადემიაში

18 მაი 2019
უკან
highlight photo
წიგნის კვირეულის ფარგლებში მთელი სასკოლო საზოგადოება კითხვასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთო. ხელნაკეთი თოჯინების, ჩრდილების თეატრისა და საკუთარი ხელით შექმნილი ილუსტრაციებით მოსწავლეებმა საყვარელი წიგნის პერსონაჟები და ამბები გააცოცხლეს, თარგმნეს და წარადგინეს ახალი წიგნები. ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შემოქმედება.