სიახლეები

მიუზიკლი - Aladdin Jr

11 ოქტ 2019
უკან
highlight photo
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა გასულ კვირას დაიწყეს თავგადასავლებით აღსავსე „მოგზაურობა“ დისნეის ჯადოსნურ სამყაროში. ეს „მოგზაურობა“ რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს და 2019-2020 სასწავლო წლის დასასრულს Aladdin Jr-ის ზღაპრული პრემიერებით დასრულდება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თავი დაეფიქსირებინათ კასტინგში მონაწილეობის მსურველთა შორის. ჩატარდა 3 ვორქშოფი და დაიწყო მღელვარებით სავსე შესარჩევი ეტაპი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ მსახიობებს!