სიახლეები

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

09 დეკ 2017
უკან
highlight photo
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები შეუერთდნენ დეკემბრის თვეში მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიას სახელწოდებით „პროგრამირების ერთი საათი“. კვირეული მიზნად ისახავდა კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას და მშობლების ინფორმირებას იმ ტექნოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ, რომლებიც ინტეგრირებულია აკადემიის ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, რომ IX-XII კლასების მოსწავლეები თანატოლებს უზიარებდნენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პროგრამირების დარგში.