სიახლეები

IPC თემის გახსნა I-II კლასები

24 იან 2019
უკან
highlight photo
აქტიურად განვაგრძობთ საგნების ინტეგრირებასა და კეთებით სწავლებას I-II კლასებშიც. ამჯერად ჩვენი პატარები სრულიად მოულოდნელ და შთამბეჭდავ მოგზაურობაში გაეშურნენ უცნობი განძის აღმოსაჩენად. მათემატიკასა და წიგნიერებასთან დაკავშირებული თითოეული მისიის წარმატებით შესრულების შედეგად მათ სკოლის სხვადასხვა ადგილას დამალული ნივთები იპოვნეს და ბევრი მხიარულებისა და ფიქრის შემდეგ თავად აღმოაჩინეს დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის ახალი თემა: „მკვლევრები და თავგადასავლების მაძიებლები“. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი პატარები შეისწავლიან და იკვლევენ მოგზაურობასთან და აღმოჩენებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, ისტორიულ და კულტურულ საკითხებს.