სიახლეები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018

29 სექ 2018
უკან
highlight photo

აკადემია წელსაც მონაწილეობდა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ვაკის-პარკში გაიმართა. წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემაა „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. წელს ჩვენმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ექსპერიმენტისა და ინტერაქციული აქტივობის საშუალებით ჯანსაღი ცხოვრების წესის, მათ შორის სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობა წარმოჩინეს. აკადემიის მოსწავლეებმა მნახველებს სიცოცხლისათვის აუცილებელი ვიტამინების აღმოჩენის ექსპერიმენტები წაუდგინეს; ღონისძიების ბოლოს გათამაშდა ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრიზები.