სიახლეები

ძლიერები არ ძალადობენ

06 ნოე 2018
უკან
highlight photo
დღეს აკადემიაში საოცრად შთამბეჭდავი დღე გვქონდა. ბულინგის პრევენციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია, "ლოკომოტივის“ ფეხბურთელები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გვეწვივნენ. "ძლიერები არ ძალადობენ" იყო შეხვედრის მთავარი გზავნილი. სტუმრებმა ბულინგის პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, ამ კუთხით საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.   

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.