სიახლეები

დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის თემის გახსნა

28 სექ 2018
უკან
highlight photo
დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის ფარგლებში I და II კლასების მოსწავლეები მომდევნო 5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ თემატურ ერთეულზე „როგორ ვგრძნობთ თავს.“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ თემატური ერთეულის გახსნა განსაკუთრებულად საინტერესო გაკვეთილზე შედგა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ კლდეზე ცოცვის აქტივობაში. გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებისათვის ახალი, განსაკუთრებული გამოცდილების მიცემა და იმის ჩვენება, რომ  აქტიურად ყოფნა სახალისოა და, ამასთანავე, ჩვენი სხეულისთვის ძალიან სასარგებლოა.