სიახლეები

დაჯილდოების ასამბლეა

19 დეკ 2019
უკან
highlight photo

აკადემიის პირველი სემესტრის ბოლო ასამბლეა მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, სადაც კონკრეტულ საგნებსა და დისციპლინებში V-XII კლასების მოსწავლეთა განსაკუთრებული მიღწევები და გაწეული ძალისხმევა დავაფასეთ. დაჯილდოების ცერემონიაში „ეკოსკოპის“ გუნდიც იღებდა მონაწილეობას. მათ ბავშვები ბრიტანულ-ქართული აკადემიის ძირითად ღირებულებათა განმტკიცებაზე ორიენტირებულ ექსკურსიებში მონაწილეობის მიღებისთვის დააჯილდოვეს.