ნახეთ ფილმი
ნახეთ ფილმი
ნახეთ ფილმი

მოგესალმებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიტანულ-ქართული აკადემიის ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ აკადემიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

განათლება დღევანდელ დინამიკურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია თითოეულ ბავშვს მივცეთ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა, და აღვჭურვოთ მოსწავლეები იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

თანამედროვე ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები - ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელთა გამოც შეგიძლიათ, თქვენი არჩევანი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე შეაჩეროთ.
იხილეთ მეტი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები, რის საფუძველზეც შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში.

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

აკადემიური პროგრამები

საერთაშორისო და ქართული აკადემიური პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოავლინონ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

საზაფხულო ბანაკი

2018 წლის 26 ივნისიდან 20 ივლისამდე, ბრიტანული საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს 4-12 წლის ბავშვებისთვის.
იხილეთ მეტი

საყვარელი გმირის დღე

მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული წიგნის კვირეული დასრულდა კოსტიუმირებული კარნავალით.
იხილეთ მეტი

მიღება

დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ ვიზიტი

მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შვილისთვის შესაფერისი სკოლის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი შვილის აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარებისათვის საუკეთესო გარემოს შერჩევაში.

მიღება დაგვიკავშირდით: +995 577 227 226

მიღების
პროცედურები

ავტობუსების განრიგი