GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:04  ორშაბათი 18.12.2017
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
 

ბრიტანულ-ქართული აკადემია სთავაზობს მოტივირებულ და წარმატებულ მოსწავლეებს 1500-დან 3000 ლარამდე სასწავლო გრანტებს აკადემიაში სწავლის დაფინანსების მიზნით.

გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ 2-8 კლასების მოსწავლეებს, რომლებიც:

·         გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. 5-7 კლასების მოსწავლეების საშუალო წლიური შეფასება უნდა შეადგენდეს 8.0 ან მეტს;

·         მისაღებ ტესტირებაზე თითოეულ საგანში (ქართული, მათემატიკა და  ინგლისური) მიიღებენ შეფასებას 8 ან მეტი;

·         აქტიურად მონაწილეობენ სკოლის კლასგარეშე ღონისძიებებში,  ოლიმპიადებსა და სხვა სახის კონკურსებში.

გრანტის მიღების მსურველებმა აკადემიის  ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

·         შევსებული სააპლიკაციო ფორმა და რეგისტრაციის საფასური 30 ლარის  ოდენობით

·         ბოლო ორი აკადემიური წლის ნიშნების ფურცელი ან შეფასების ფორმა

·         მოსწავლის ერთი ფოტოსურათი (3x4)

·         მასწავლებლის რეკომენდაცია

სასწავლო გრანტების  რაოდენობა შეზღუდულია.

სასწავლო გრანტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ პროგრამებზე სწავლის შემთხვევაში.

სასწავლო გრანტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად არ სწავლობენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ აკადემიის ვებგვერდს www.bga.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 251 253 ან 2 294 295.

 
იანვარი 2018

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION