GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:02  ორშაბათი 18.12.2017
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
ფსიქოლოგიური სამსახური

ბრიტანულ–ქართული აკადემიის ფსიქოლოგიური სამსახურის მიზანია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის პრინციპების დანერგვა. ფსიქოლოგიური სამსახური ეხმარება მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში და დახმარების სტრატეგიების შემუშავებაში.

 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად ფსიქოლოგიური სამსახური ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

 
სადიაგნოსტიკო და პროფილაქტიკური მიმართულება
 
   
მოსწავლის ფსიქოსოციალური განვითარების გამოკვლევა და დახმარების შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება; მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება;
   
მასწავლებლებისა და მშობლებისთვის კონსულტაციები მოსწავლის განვითარებისა და სწავლის საკითხებზე;
 
საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მიმართულება
 
   
კლასის კოორდინატორებთან რეგულარული შეხვედრები/ტრენინგები მოსწავლის განვითარების კოგნიტური, ასაკობრივი, სოციალური, მორალური და სხვა თავისებურებების შესახებ;
   
სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით.
 
მაია ბაქრაძე ფსიქოლოგი

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1998 წლიდან გავლილი აქვს პროფესიული განვითარების პროგრამები ბავშვთა უფლებების დაცვის, ტოლერანტობის პედაგოგიკის, კონფლიქტების მოგვარებისა და მედიაციის მიმართულებით. 1987 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ოლიმპიური რეზერვების სკოლაში, საინფორმაციო–გამოთვლით ცენტრში, პედაგოგთა გადამზადებისა და დახელოვნების ინსტიტუტში. 1991 წლიდან არის თბილისის 161–ე საჯარო სკოლის ჯანმრთელობისა და ფსიქო–სამედიცინო სამსახურის უფროსი. 2001 წლიდან არის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ტრენერი. ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში მუშაობს 2010 წლიდან.

სამედიცინო კაბინეტი:
ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი. ექიმის კაბინეტი აღჭურვილია პირველადი დახმარების სამედიცინო მედიკამენტებითა და აპარატურით. გარდა მოსწავლეების პირველადი დახმარებისა, ექიმი უზრუნველყოფს მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაციის და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მშობლების ინფორმირებას სავალდებულო ვაქცინაციისა და სამედიცინო ინტერვენციის შესახებ.

 
ნინო კოტრიკაძე ექიმი
 
 
იანვარი 2018

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION