Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები, რის საფუძველზეც შეძლებენ წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში. საერთაშორისო აკადემიური პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოავლინონ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.
ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები. ღონისძიება მოიცავს: თარიღი და პროგრამები 28 ნოემბერი | 11:00 – 13:00 საათი მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამისა და IB სადიპლომო პროგრამის შესახებ: რეგისტრაცია გაიარეთ რეგისტრაცია ღია კარის დღეზე დასასწრებად ბმულზე: https://forms.gle/2tX2bvx6PkjctwS57 არ […]
18–20 ოქტომბერს საგანმანათლებლო ღონისძიება CAUMUN 2025 (Caucasus Model United Nations) თბილისში კვლავ გაიმართება. წელს კონფერენციას მასპინძლობენ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT) და ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 450-ზე მეტი დელეგატი და 30-ზე მეტი სკოლა. ჩატარების ადგილი: BGA-ისა და GZAAT-ის კამპუსებში, ლისის ტბის მიმდებარედ. ვინ შეუძლია რეგისტრაცია? რეგისტრაცია ღიაა IX-XII კლასების მოსწავლეთათვის. მონაწილეობა სრულად […]
12 ივნისს თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ (BIST) და ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ (BGA) ერთობლივად უმასპინძლეს მესამე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმს. ღონისძიებამ საკუთარი ნაშრომების გასაცნობად პლატფორმა შესთავაზა რვა გამორჩეულ მოსწავლეს, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 30-ზე მეტი კანდიდატიდან შეარჩია. წელს სიმპოზიუმი ხუთ დინამიკურ პანელს მოიცავდა საკითხების ფართო სპექტრიდან (ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, STEM, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები). დამატებით, მოსწავლეებმა წარადგილეს შემოქმედებითი […]
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის ერთობლივი დასი ბირმინჰემში გამართული Junior Theater Festival-დან საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიაში ჯილდოთი დაბრუნდა. ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა საერთაშორისო აუდიტორიას Matilda The Musical Jr-დან ამონარიდი წარუდგინეს, რომელსაც პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური და დამსწრე საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრნენ West End-ის ვორქშოფს, ნახეს საკულტო მიუზიკლები და პროფესიონალების მხარდამხარდ მუშაობით დაუვიწყარი […]
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2025 წლის 30 ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 1 აგვისტოს ჩათვლით, ხუთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება. საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 750 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, […]
ეკრანები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ამ კუთხით არც ბავშვები წარმოადგენენ გამონაკლისს. 2020 წლის მონაცემებით 5-111 წლის ბავშვების 80% იყენებს ტაბლეტს, 63% კი — მობილურ ტელეფონს. ბავშვების 65% ინტერნეტს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებად იყენებს, 48% — სათამაშოდ, ხოლო 45%— საგანმანათლებლო საჭიროებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა ეკრანთან ზედმეტად დიდი დროის გატარებას შეიძლება […]
Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ.
კურსდამთავრებული
სპორტული ინფრასტრუქტურა
კლუბი
მოსწავლეთა რაოდენობა